Logo

მინუს 1 140 ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
882
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 136880 (+1140) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 11.02.2023-მდე: ტანკები – 3 267 (+9), ჯავშანტექნიკა – 6 474 (+3), საარტილერიო სისტემები – 2 270 (+19), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 463 (+0).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 234 (+1), თვითმფრინავი – 295 (+0), ვერტმფრენები – 286 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1997 (+27), ფრთოსანი რაკეტები – 857 (+61). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 5 134 (+8), სპეციალური ტექნიკა – 214 (+3). 

Advertisement