მინუს 200 ოკუპანტი და 4 თვითმფრინავი ერთ დღეში – რუსეთის ახალი საბრძოლო დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 53 850 (+200) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 15.09-მდე: ტანკები – 2 193 (+13), ჯავშანტექნიკა – 4 682 (+17), საარტილერიო სისტემები – 1295 (+5), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 311 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 167 (+2), თვითმფრინავი – 250 (+4), ვერტმფრენები – 215 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 908 (+4), ფრთოსანი რაკეტები – 233 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 522 (+31), სპეციალური ტექნიკა – 120 (+0).
გენშტაბის მონაცემებით, ყველაზე დიდი დანაკარგი მტერმა კრივოი როგისა და ნიკოლაევის მიმართულებით განიცადა.
