Logo

მინუს 200 ოკუპანტი და 6 ტანკი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
17.08.2022 / 10:56
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 44 100 (+200) ჯარისკაცი დაკარგა.                                                    

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 17.08-მდე:  ტანკები – 1 886 (+6), ჯავშანტექნიკა – 4 162 (+10), საარტილერიო სისტემები – 993 (+4), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 263 (+0).         

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 136 (+0), თვითმფრინავი – 233 (+0), ვერტმფრენები – 196 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 792 (+2), საკრუიზო რაკეტები – 190 (+0).  მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).          

 
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 054 (+5), სპეციალური ტექნიკა – 93 (+1).

 
გენშტაბის მონაცემებით, ყველაზე დიდი დანაკარგი მტერმა  დონეცკის და ხარკოვის მიმართულებით განიცადა.

Advertisement