Logo

მინუს 400 ოკუპანტი, 18 ტანკი და ერთი ვერტმფრენი ერთ დღეში – რუსეთის საბრძოლო დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
11.09.2022 / 11:15
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  
 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 52 650 (+400) ჯარისკაცი დაკარგა.         

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 11.09-მდე:  ტანკები – 2 154 (+18), ჯავშანტექნიკა – 4 617 (+33), საარტილერიო სისტემები – 1263 (+4), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 311 (+0).          
 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 162 (+0), თვითმფრინავი – 242 (+3), ვერტმფრენები – 213 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 898 (+10), ფრთოსანი რაკეტები – 216 (+1).  მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).                    
 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 445 (+19), სპეციალური ტექნიკა – 117 (+1).         
 

გენშტაბის მონაცემებით, ყველაზე დიდი დანაკარგი მტერმა დონეცკის და ხარკოვის მიმართულებით განიცადა.

Advertisement