მინუს 400 ოკუპანტი, 20 დრონი და 2 ვერტმფრენი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 67 470 (+400) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 23.10-მდე: ტანკები – 2 584 (+5), ჯავშანტექნიკა – 5 284 (+18), საარტილერიო სისტემები – 1667 (+14), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 374 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 189 (+0), თვითმფრინავი – 270 (+0), ვერტმფრენები – 245 (+2), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1361 (+20), ფრთოსანი რაკეტები – 350 (+21). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4 039 (+18), სპეციალური ტექნიკა – 148 (+0).
