მინუს 400 ოკუპანტი და 4 თვითმფრინავი ერთ დღეში – რუსეთის ახალი საბრძოლო დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 56 700 (+400) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 25.09-მდე: ტანკები – 2 275 (+13), ჯავშანტექნიკა – 4 832 (+25), საარტილერიო სისტემები – 1368 (+7), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 328 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 171 (+1), თვითმფრინავი – 259 (+4), ვერტმფრენები – 220 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 966 (+10), ფრთოსანი რაკეტები – 241 (+1). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 701 (+20), სპეციალური ტექნიკა – 130 (+4).
გენშტაბის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში ყველაზე მეტი დანაკარგი ოკუპანტებმა ისევ კრამატორსკის და დონეცკის მიმართულებით განიცადეს.
