მინუს 400 ოკუპანტი და ვერტმფრენი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 55 510 (+400) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 22.09-მდე: ტანკები – 2 236 (+9), ჯავშანტექნიკა – 4 776 (+28), საარტილერიო სისტემები – 1341 (+1), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 318 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 169 (+1), თვითმფრინავი – 253 (+0), ვერტმფრენები – 218 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 941 (+9), ფრთოსანი რაკეტები – 240 (+1). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 630 (+20), სპეციალური ტექნიკა – 125 (+0).
გენშტაბის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში ყველაზე მეტი დანაკარგი ოკუპანტებმა კრამატორსკის და დონეცკის მიმართულებით განიცადეს.
