მინუს 460 ოკუპანტი, 20 ტანკი, ერთი თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ 460 ოკუპანტი გაანადგურეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 50 150 (+350) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 07.09-მდე: ტანკები – 2097 (+20), ჯავშანტექნიკა – 4 520 (+36), საარტილერიო სისტემები – 1194 (+15), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 300 (+4).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 156 (+0), თვითმფრინავი – 237 (+1), ვერტმფრენები – 208 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 876 (+9), ფრთოსანი რაკეტები – 214 (+5). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 320 (+15), სპეციალური ტექნიკა – 109 (+1).
გენშტაბის მონაცემებით, ყველაზე დიდი დანაკარგი მტერმა დონეცკის მიმართულებით განიცადა.
