მინუს 480 ოკუპანტი, 2 ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 69 700 (+480) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 28.10-მდე: ტანკები – 2 640 (+9), ჯავშანტექნიკა – 5 378 (+14), საარტილერიო სისტემები – 1698 (+8), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 379 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 192 (+0), თვითმფრინავი – 272 (+1), ვერტმფრენები – 251 (+2), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1401 (+3), ფრთოსანი რაკეტები – 351 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4 088 (+10), სპეციალური ტექნიკა – 151 (+1).
