Logo

მინუს 550 ოკუპანტი – უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს ავრცელებს

უკრაინა
23.12.2022 / 11:10
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.    

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 100 950 (+550) ჯარისკაცი დაკარგა.            

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 23.12-მდე: ტანკები – 3 005 (+2), ჯავშანტექნიკა – 5 986 (+5), საარტილერიო სისტემები – 1 984 (+6), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 414 (+1).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 212 (+0), თვითმფრინავი – 283 (+0), ვერტმფრენები – 267 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1698 (+5), ფრთოსანი რაკეტები – 653 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4 622 (+7), სპეციალური ტექნიკა – 178 (+0).

Advertisement