მინუს 630 ოკუპანტი, 75 ფრთოსანი რაკეტა, 14 დრონი და 10 ტანკი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 82 710 (+630) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 16.11-მდე: ტანკები – 2 871 (+10), ჯავშანტექნიკა – 5 797 (+24), საარტილერიო სისტემები – 1 860 (+10), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 393 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 209 (+1), თვითმფრინავი – 278 (+0), ვერტმფრენები – 261 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1525 (+14), ფრთოსანი რაკეტები – 474 (+75). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4360 (+9), სპეციალური ტექნიკა – 160 (+0).
გენშტაბის ინფორმაციით, მტერმა ყველაზე დიდი ზარალი ლიმანის, ავდეევსის და ბახმუტის მიმართულებით განიცადა.
