მინუს 630 ოკუპანტი და 15-ზე მეტი საარტილერიო სისტემა ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 233 440 (+630) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 08.07.2023-მდე: ტანკები – 4074 (+4), ჯავშანტექნიკა – 7953 (+9), საარტილერიო სისტემები – 4346 (+16), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 661 (+3).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 410 (+2), თვითმფრინავები – 315 (+0), ვერტმფრენები – 309 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 3666 (+14), ფრთოსანი რაკეტები – 1271 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 6914 (+16), სპეციალური ტექნიკა – 619 (+7)
გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპანტები ძირითად ძალისხმევას მიმართავენ კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებზე,
ომის შესწავლის ინსტიტუტის მონაცემებით, უკრაინელმა მებრძოლებმა დაიწყეს კონტრშეტევების ახალი ტალღა ზაპოროჟიეს მიმართულებით. ამავდროულად, მძიმე ბრძოლებია ბახმუტის მიმართულებასა და დონეცკის და ზაპოროჟიეს ადმინისტრაციულ საზღვრებზე.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს