Logo

მინუს 710 ოკუპანტი, 15 ტანკი და 1 თვითმფრინავი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
330
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.    

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 77 170 (+710) ჯარისკაცი დაკარგა.          

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 08.11-მდე: ტანკები – 2 786 (+15), ჯავშანტექნიკა – 5 654 (+24), საარტილერიო სისტემები – 1 791 (+9), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 391 (+0).   

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 203 (+1), თვითმფრინავი – 278 (+1), ვერტმფრენები – 260 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1476 (+4), ფრთოსანი რაკეტები – 399 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4 216 (+17), სპეციალური ტექნიკა – 159 (+2). 

 

გენშტაბის მონაცემებით, მტერმა ყველაზე დიდი ზარალი ბახმუტის და ავდეევკის მიმართულებებში განიცადა.

Advertisement