Logo

მინუს 720 ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
467
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 121 480 (+720) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 23.01.2023-მდე: ტანკები – 3 150 (+5), ჯავშანტექნიკა – 6 276 (+8), საარტილერიო სისტემები – 2 146 (+2), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 447 (+2).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 220 (+0), თვითმფრინავი – 287 (+0), ვერტმფრენები – 277 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1894 (+2), ფრთოსანი რაკეტები – 749 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+1).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4 936 (+4), სპეციალური ტექნიკა – 193 (+0).

Advertisement