Logo

მინუს 720 ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
957
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 224 630 (+720) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 25.06.2023-მდე: ტანკები – 4030 (+6), ჯავშანტექნიკა – 7806 (+2), საარტილერიო სისტემები – 4034 (+19), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 624 (+5).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 385 (+2), თვითმფრინავები – 314 (+0), ვერტმფრენები – 308 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 3472 (+11), ფრთოსანი რაკეტები – 1259 (+41). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  6735 (+4), სპეციალური ტექნიკა – 552 (+4).

 

გენერალური შტაბის ინფორმაციით, დღის განმავლობაში ლიმანის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებზე 29 შეტაკება მოხდა.

Advertisement