Logo

მინუს 8 ტანკი, 22 საარტილერიო სისტემა, 470 ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
1016
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 209 940 (+470) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 04.06.2023-მდე: ტანკები – 3837 (+8), ჯავშანტექნიკა – 7512 (+10), საარტილერიო სისტემები – 3555 (+22), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 583 (+1).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 344 (+2), თვითმფრინავი – 313 (+0), ვერტმფრენები – 298 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 3175 (+10), ფრთოსანი რაკეტები – 1132 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  6305 (+16), სპეციალური ტექნიკა – 479 (+4).

Advertisement