Logo

მინუს 840 ოკუპანტი და 16 ტანკი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
04.11.2022 / 11:26
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.    

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 74 840 (+840) ჯარისკაცი დაკარგა.          

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 04.11-მდე: ტანკები – 2 750 (+16), ჯავშანტექნიკა – 5 580 (+28), საარტილერიო სისტემები – 1 772 (+17), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 391 (+1).   

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 201 (+3), თვითმფრინავი – 277 (+0), ვერტმფრენები – 258 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1450 (+8), ფრთოსანი რაკეტები – 397 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4 174 (+12), სპეციალური ტექნიკა – 155 (+0). 

Advertisement