Logo

მინუს 850 ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
1060
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 127 500 (+850) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 31.01.2023-მდე: ტანკები – 3 201 (+0), ჯავშანტექნიკა – 6 378 (+9), საარტილერიო სისტემები – 2 197 (+1), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 454 (+1).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 221 (+0), თვითმფრინავი – 293 (+0), ვერტმფრენები – 284 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1951 (+4), ფრთოსანი რაკეტები – 796 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 5 048 (+7), სპეციალური ტექნიკა – 200 (+1).

Advertisement