მინუს 870 ოკუპანტი და 11 ტანკი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
6 თებერვლის დილის მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა ერთ დღეში 870 რუსი ჯარისკაცი და მტრის საჰაერო თავდაცვის ორი სისტემა გაანადგურეს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 132 160 (+870) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 06.02.2023-მდე: ტანკები – 3 231 (+11), ჯავშანტექნიკა – 6 415 (+10), საარტილერიო სისტემები – 2 231 (+5), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 461 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 227 (+0), თვითმფრინავი – 294 (+0), ვერტმფრენები – 284 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1958 (+2), ფრთოსანი რაკეტები – 796 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 5 104 (+13), სპეციალური ტექნიკა – 203 (+0).
