მინუს 930 ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 227 100 (+930) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 28.06.2023-მდე: ტანკები – 4036 (+0), ჯავშანტექნიკა – 7847 (+13), საარტილერიო სისტემები – 4089 (+6), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 627 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 387 (+1), თვითმფრინავები – 314 (+0), ვერტმფრენები – 308 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 3499 (+7), ფრთოსანი რაკეტები – 1261 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 6774 (+2), სპეციალური ტექნიკა – 563 (+0).
გენერალური შტაბის ინფორმაციით, დღის განმავლობაში ლიმანის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებზე 30-ზე მეტი შეტაკება მოხდა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს