Logo

მინუს 980 ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
848
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 293 830 (+980) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 22.10.2023-მდე: ტანკები – 5081 (+18), ჯავშანტექნიკა – 9631 (+19), საარტილერიო სისტემები – 7032 (+15), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 825 (+3).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 549 (+1), თვითმფრინავები – 320 (+0), ვერტმფრენები – 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 5339 (+9), ფრთოსანი რაკეტები – 1535 (+0).

 

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 20 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 9404 (+13), სპეციალური ტექნიკა – 991 (+1).

 

Advertisement