Logo

მინუს ვერტმფრენი და 600 ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები

უკრაინა
275
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 230 260 (+600) ჯარისკაცი დაკარგა. 

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 03.07.2023-მდე: ტანკები – 4057 (+5), ჯავშანტექნიკა – 7899 (+11), საარტილერიო სისტემები – 4220 (+32), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 641 (+4). 

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 391 (+1), თვითმფრინავები – 315 (+0), ვერტმფრენები – 309 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 3573 (+16), ფრთოსანი რაკეტები – 1264 (+3). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  6834 (+18), სპეციალური ტექნიკა – 590 (+7).

 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა 5000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს. ამავე დროს, განადგურდა თითქმის 500 ერთეული რუსული სამხედრო ტექნიკა.

Advertisement