
ავტორი
Front News საქართველო
იტალიურ პრესაში აქტიურად იწერება, რომ ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარის დროს შესაძლოა, “ჯენოაში” გადავიდეს.
“ჯენოა” იტალიის “სერია ბ”-ში ასპარეზობს და ყველანაირად ცდილობს უმაღლეს დივიზიონში “სერია ა”-ში დაბრუნდეს, ზამთარში კი კლუბს გასაძლიერებლად რამდენიმე მოთამაშის დამატება სურს, მათ შორის არის მიქაუტაძეც.
ქართველი თავდამსხმელი ამჟამად საფრანგეთის მეორე დივიზიონის კლუბ “მეცში” ასპარეზობს, მას ამ გუნდთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ იტალიელები 3 მილიონ ევროს გადაიხდიან ტრანსფერი უპრობლემოდ დაიხურება.
აღსანიშნავია, რომ 2010 წელს კახა კალაძე “მილანიდან” სწორედ “ჯენოაში” გადავიდა სათამაშოდ და 2012 წელს ამ გუნდის რიგებში დაასრულა თავის საფეხბურთო კარიერა.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი
თაგები:
ფეხბურთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს