მირდატ ქამადაძე – ბათუმში ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო დარღვევებით, ამ დროისთვის დაწერილია 30 საჩივარი


ავტორი
Front News საქართველო
როგორც მოსალოდნელი იყო, ბათუმში ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო დარღვევებით, ამ დროისთვის დაწერილია 30 საჩივარი ჩვენი წარმომადგენლების მიერ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წარმომადგენელმა მირდატ ქამადაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქმე ეხება ისეთ დარღვევებს, როგორიცაა ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის მიცემა.
“მნიშვნელოვანი დღეა დღეს ჩვენი ქვეყნისთვის, მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცედურა და მინდა მოგახსენოთ ბათუმში დარღვევებთან დაკავშირებით. როგორც მოსალოდნელი იყო, ბათუმში ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო დარღვევებით, ამ დროისთვის დაწერილია 30 საჩივარი ჩვენი წარმომადგენლების მიერ. კერძოდ, გვაქვს ისეთ დარღვევებთან საქმე, როგორიცაა ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის მიცემა, მაშინ, როდესაც, ვიცით, რომ თითო ადამიანი ერთი ხმით სარგებლობს. ბათუმის მე-10, 71-ე, მე-18, 35-ე, მე-20, მე-13, მე-14, 70-ე, 86-ე, 83-ე და 33-ე უბნებზე დაფიქსირებულია ორი ბიულეტენის გადაცემა. ჩვენ გვაქვს ამის ვიდეო მტკიცებულება და მივაწვდით საზოგადოებას. ბათუმის მე-4 და 51-ე უბანზე ხმის მიცემის აპარატები მუშაობდა ხარვეზებით. ამ დროისთვის აქტივობა ძალიან დიდია. ქობულეთში, სოფლის გამგებელი ღიად და საჯაროდ ეწევა საარჩევნო აგიტაციას, ბათუმის მე-2 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი ესწრებოდა ხმის მიცემის პროცედურას, როდესაც ერთ-ერთი ამომრჩეველი აძლევდა ხმას უბანზე. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი არჩევანის უფლება“, – განაცხადა ქამადაძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს.
თაგები:
მირდატ ქამადაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს