
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის მირდატ ქამადაძის განცხადებით, “პარტია უნდა იმართებოდეს დემოკრატიულად და არა კულისებიდან”.
“რა დროს არჩევნები იყო, მაგრამ მოცემულობა ეს გვაქვს. სამწუხაროდ, ვიღაცას დასჭირდა, პარტიაში შიგნით ძალაუფლების მოპოვებისთვის ამ ბინძური მეთოდის გამოყენება, რომელიც ცალსახად მიმართულია ჩვენი საჯაროდ მხარდაჭერილი კანდიდატის, ნიკა მელიას დისკრედიტაციისთვის.
ერთ-ერთი კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის უკან კულისებში დგანან ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი და ლევან ვარშალომიძე. ამ ადამიანებს წარმოუდგენიათ, რომ პარტიაში დემოკრატიული პროცესები, პარტიისთვის დამღუპველია“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
თაგები:
მირდატ ქამადაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს