
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” მმართველი რგოლიდან გავდივარ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მირდატ ქამადაძემ განაცხადა.
ქამადაძე ლევან ხაბეიშვილს წარმატებებს უსურვებს.
“თუ ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობა ამ პარტიას გააძლიერებს და ამომრჩევლებმა ამ ეტაპზე ასე გადაწყვიტეს, ჩვენ, ბუნებრივია, პატივს ვცემთ ჩვენი მხარდამჭერების ნება-სურვილს და ვუგულშემატკივრებთ ამ პროცესებს. მე პირადად ამ პარტიის მმართველი რგოლიდან გავდივარ.
წარმატებები მინდა ვუსურვო “ნაციონალური მოძრაობის“ ყველა მხარდამჭერს, ვინც ამ პროცესში მიიღო, ვინც არ მიიღო მონაწილეობა და გვერდიდან ადევნებდა და გულშემატკივრობდა ამ პროცესს თვალს. კიდევ ერთხელ გულწრფელი წარმატება და გამარჯვება ლევან ხაბეიშვილს”, – განაცხადა ქამადაძემ.
თაგები:
მირდატ ქამადაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს