
ავტორი
Front News საქართველო
სხვადასხვა ქვეყანასთან პარტნიორობას ვინარჩუნებთ და ვამყარებთ, რუს პარტნიორებს თუ ეს არ მოსწონთ, ძნელი გასაგებია რატომ, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ ევროკავშირი "სომხეთს რუსეთის წინააღმდეგ იყენებს".
"ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სხვადასხვა ქვეყანასთან ვინარჩუნებთ და ვამყარებთ პარტნიორობას, მათ შორის, სტრატეგიულს. თეორიულად, ამ ურთიერთობებიდან არცერთი არ არის მიმართული მესამე პარტნიორის წინააღმდეგ. იგივე ეხება როგორც შეერთებულ შტატებთან, ასევე ჩვენსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. არცერთი მათგანი არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. ამავდროულად, ჩვენი დღის წესრიგი საჯაროა და დოკუმენტირებული.
ჩვენ სხვადასხვა სფეროში ვცდილობთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთან. ბოლო დროს ძირითადად აქცენტი კეთდება ციფრულ დღის წესრიგზე, ხელოვნურ ინტელექტზე, კიბერდანაშაულთან ბრძოლაზე, ეკონომიკური კავშირების სტიმულირებაზე და ა.შ. ასევე, მაგალითად, სომხეთში დემოკრატიის მდგრადობის მხარდაჭერასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე. ჩვენს რუს პარტნიორებს თუ ეს არ მოსწონთ, გარკვეულწილად ძნელი გასაგებია, რატომ? თუ ეს მაინც არ მოსწონთ, მაშინ იქნებ მათაც უნდა სცადონ, რომ გაგვიგონ“, – განაცხადა მირზოიანმა.
თაგები:
არარატ მირზოიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს