“მიშა აღარ იყოს და “ნაციონალურმა მოძრაობამ” მისი მხარდაჭერა დაკარგოს, ჩამოლაბორანტდეს და ყველა იქნება ამით ბედნიერი?”

ავტორი
Front News საქართველო
"სააკაშვილი არის დევნილი, ვერ ბრუნდება ქვეყანაში და ამის გამო, ივანიშვილი ინარჩუნებს ხელისუფლებას" – ამის შესახებ "ტვ პირველთან" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
"ივანიშვილი მეორედ გაიწია ქართული პოლიტიკიდან, პოლიტიკაში აღარ არის და ვითომ არც ერევა, მაგრამ გახარიას გადადგომის შემდეგ, ღარიბაშვილი რომ შემოაბრუნა პრემიერ-მინისტრად, ეგრევე "დაიწვა", დავინახეთ ვინ მართავს "ქართულ ოცნებას" და ვინ არის ხელისუფალი ამ ქვეყანაში. სიტყვიერად რასაც არ უნდა შეგპირდეს, ის არსად წასვლას არ აპირებს, რჩება და როგორც მარიონეტებს ისე ათამაშებს დეპუტატებს, მინისტრებს, მოსამართლეებს და ა.შ. ივანიშვილი უნდა აიძულო ხელისუფლებიდან წავიდეს.
სააკაშვილს რაც შეეხება, ჯერ ერთი არსად გაწევას არ აპირებს, ან რატომ უნდა გაიწიოს. ის ღიადაა, არსად იმალება, დისტანციურ რეჟიმში არის ჩვენი თავი და დამაარსებელი, შემქმნელი და ჩვენი ლიდერიც, აქედან გამომდინარე, რას ქვია გაიწიოს? რა უნდათ, მიშა აღარ იყოს და "ნაციონალურმა მოძრაობამ" მისი მხარდაჭერა დაკარგოს, ჩამოლაბორანტდეს და ყველა იქნება ამით ბედნიერი? ესეც აბსურდია. რატომ არ უნდა იყოს სააკაშვილი თავის ქვეყანაში, ოპოზიციონერების გვერდით? მიშა დევნილია, ვერ ბრუნდება ქვეყანაში და ამის გამო ივანიშვილი ინარჩუნებს ხელისუფლებას, გაყალბებით, მოსყიდვით, ზეწოლით, თუ სხვა ინსტრუმენტებით"-განაცხადა ცისკარიშვილმა.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


