
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ როდესაც გადავედით “ფორმულაზე”, გავიდა ერთი-ორი წელი და ერთ დღესაც გვეუბნებიან, რომ ყველა გადაცემა, რომელსაც ვაკეთებდით და დაახლოებით ხუთ გადაცემას ვაკეთებდით, ყველა ერთად, უცებ დაიხურა, – ამის შესახებ იუმორისტმა მიშა ანდღულაძემ განაცხადა.
“ოლიგარქმა არ შეიძლება უფულობა დაასახელოს მიზეზად. მიზეზი იმდენად აბსურდული იყო, მირჩევნია არ ვთქვა. ვერ დავიჯერეთ, რომ ამდენ გადაცემას აკეთებ და ასეთი მიზეზით უცებ გიხურავენ, გაჭრიან. ისიც არ იყო, რომ რეიტინგი არ აქვს, მიზეზი იყო, კონკრეტულად, სოლოლაკი რომ ვერ “ავიღეთ”.
მე არც ვიცოდი, რომ თურმე, სხვა მისია მქონდა. მე როგორც კომედიანტი, ისე მივედი და თურმე, აბსოლუტურად სხვა მისია მქონია, უდიდესი. ლამის მთელი დასავლეთი იყო ჩართული ამ ამბავში და ვერ აღმოვჩნდით ჩვენ ის ხალხი, სუსტები აღმოვჩნდით”, – განაცხადა მიშა ანდღულაძემ გიორგი ვარდოსანიძის პოდკასტში.
თაგები:
დავით კეზერაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს