
ავტორი
Front News საქართველო
მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“ არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და გაწევრიანების ტრაექტორიას, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.
“ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და ამის პასუხად გასულ დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.
მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და გაწევრიანების ტრაექტორიას. ეს საქართველოს ევროპასთან კი არ დააახლოებს, არამედ დააშორებს“, – წერს მიშელი.
თაგები:
შარლ მიშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს