Logo

მიშელის ნაცვლად ევროპულ საბჭოს შესაძლოა, იტალიის ყოფილმა პრემიერმა უხელმძღვანელოს

მსოფლიო
470
Frontnews image description

შარლ მიშელის გადაწყვეტილების შემდეგ ვადაზე ადრე გადადგეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობიდან, ევროკავშირის უმაღლეს პოზიციებზე მოლაპარაკებების დაწყება გამოიწვია. მთავარ პრეტენდენტად იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის ასახელებენ, – ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

 

“76 წლის დრაგი ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტია. მას მიაწერენ ბლოკის ერთიანი ვალუტის გადარჩენას და პოტენციურად მიშელის მემკვიდრედ ასახელებენ”, – განუცხადეს Financial Times-ს ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა და დიპლომატებმა.

 

როგორც გამოცემა წერს, სავარაუდოა, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებიც იქნებიან. დრაგისთან დაახლოებული წყარო კი აცხადებს, რომ ის არ იბრძვის ბლოკის რომელიმე წამყვანი როლისთვის.

 

დრაგის პერსპექტივაზე საუბარი, რომელიც ეფუძნება მის გამოცდილებას და ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურის სტატუსს, ხაზს უსვამს ბევრ დედაქალაქის სურვილს განსაზღვრონ მემკვიდრე მიშელის სავარაუდო წასვლამდე, ივლისის შუა რიცხვებამდე.

 

მიშელის მემკვიდრის პოვნის აუცილებლობა ევროპარლამენტის პოსტზე ნაწილობრივ განპირობებულია ევროკავშირის წესებით, რომლებიც საშუალებას მისცემს უნგრეთის ლიდერს ვიქტორ ორბანს დაიკავოს პოსტი, თუკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დანიშვნამდე კანდიდატი არ იქნება შეთანხმებული.

 

უნგრეთი ევროკავშირის ექვსთვიანი თავმჯდომარეობა 1 ივლისიდან დაიწყება. ევროპარლამენტის ახლად არჩეული წევრები თანამდებობას ივლისის შუა რიცხვებში იკავებენ – ეს არის მიშელის პრეზიდენტად დარჩენის ბოლო თარიღი.

 

ევროკავშირის ლიდერებს ასევე აქვთ შესაძლებლობა დანიშნონ დროებითი კანდიდატი ორბანის გამორიცხვის მიზნით, თუმცა გამოცემასთან ერთ-ერთი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ დრაგი ნაკლებად სავარაუდოა, დაეთანხმოს დროებით ხელმძღვანელობას.

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ის ივნისში ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და არჩევის შემთხვევაში თანამდებობას დატოვებს.

 

მარიო დრაგი იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2021 წლის 13 თებერვლიდან 2022 წლის 22 ოქტომბრამდე იკავებდა. 

Advertisement