Logo

მიტჩელი – “ქართულ ოცნებას” არჩევნების მოგების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ამ კანონის ინიციირებით შეიმცირეს შანსები

პოლიტიკა
1500
Frontnews image description

“ქართულ ოცნებას” არჩევნების მოგების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ამ კანონის ინიციირებით შეიმცირეს შანსები. ქვეყანაში არავინ იყო, ვინც ბიძინას ეტყოდა არას. ამიტომ ვართ ახლა ამ მდგომარეობაში, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა მრჩეველმა ლინკოლნ მიტჩელმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი რუსეთიდან არის ნაკარნახევი.

 

“მე კარგად ვიცნობდი ბიძინას 2011-2012 წლებში. ბიძინასთვის ყველაფერი პერსონალურია. ვისთან აქვს ახლო ურთიერთობა, ვისზე გაბრაზდა გუშინ, ვისზე გაბრაზდება ხვალ. ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია, გავიგოთ საქართველოს ხელისუფლების მიმართულება. მე არ ვსაუბრობ ქართველ ხალხზე, ვიცით, თუ რა სურთ მათ. აქ პრემიერ-მინისტრი არ მართავს ქვეყანას, ბიძინა აკონტროლებს მათ. ბიძინას არ უჭირავს რაიმე თანამდებობა, მაგრამ ის მართავს კულისებიდან ყველაფერს, რაც წნეხის ქვეშ ამყოფებს მთავრობის წევრებს. მათ უნდათ ბიძინასთან დაახლოება. გაატარონ დრო მასთან. ვფიქრობ, რომ ეს კანონი რუსეთიდან არის ნაკარნახევი. არ ვიცი, რა კომუნიკაცია შედგა მათ შორის, მაგრამ მიაღწიეს შეთანხმებას. რეალურად, ეს ცუდი იდეა იყო. ეს არ არის კარგი კანონი, მაგრამ ბიძინას არ ადარდებს ეს. “ქართულ ოცნებას” არჩევნების მოგების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ამ კანონის ინიციირებით შეიმცირეს შანსები. ქვეყანაში არავინ იყო, ვინც ბიძინას ეტყოდა არას. ამიტომ ვართ ახლა ამ მდგომარეობაში”, – განაცხადა ლინკოლნ მიტჩელმა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები