Logo

“მითი, რომ ნიკა მელია თვითპატიმრობაში იმყოფებოდა, დაიმსხვრა”

საზოგადოება
478
Frontnews image description

მითი, რომ ნიკა მელია თვითპატიმრობაში იმყოფებოდა, დაიმსხვრა – ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ადვოკატმა მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით

"სამწუხაროდ, გამართლდა ჩემი პროგნოზი. მე არაერთხელ განვაცხადე, რომ ნამდვილად არ მქონდა მოლოდინი იმისა, რომ ხელისუფლება მიიღებდა გონივრულ გადაწყვეტილებას და ნიკა მელია გათავისუფლდებოდა სასამართლოს სხდომის დარბაზიდან. მოსამართლეს რომ ასეთი დაკვეთა ჰქონდა, იკითხებოდა პროცესის პირველივე წუთებიდანვე. ძალიან მნიშვნელოვანი რამ განცხადდა პროცესზე, რომ 2 თვის განმავლობაში ხელისუფლება და საქართველოს პროკურატურაც დაკავებული იყვნენ ტყუილი პროპაგანდით, თითქოს და ნიკა მელიას ნებისმიერ დროს შეეძლო გამოსვლა პატიმრობიდან და ეს იყო მისთვის თითქოს თვითმიზანი. დღეს მოვიდნენ და განაცხადეს, რომ ნიკა მელიასთან მიმართებაში უნდა იყოს გამოყენებული პატიმრობა, ანუ ის მითი უცხოელებთან და საზოგადოებასთან, რომ ნიკა მელია თითქოს თვითპატიმრობაში იმყოფებოდა, დაიმსხვრა", – განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა, თითქმის 5-საათიანი პროცესის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა. ამასთან, დარბაზიდან კიდევ ერთხელ გააძევა. მიზეზად მოსამართლემ ნიკა მელიას მიერ მისთვის დაძახებული "მონა" დაასახელა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები