მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა - ეს არის აბსოლუტურად თავისუფალი ნების გამოხატულება

ავტორი
Front News საქართველო
ისტორიული დღე გვაქვს და ეპოქალური მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში ეკლესიისა და საზოგადოების, ვირჩევთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, - ამის შესახებ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ არჩევნებზე თავის ნებას ყველა თავისუფლად გამოხატავს.
"ისტორიული დღე გვაქვს და ეპოქალური მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში ეკლესიისა და საზოგადოების, ვირჩევთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.
არის სამი კანდიდატი და მოსალოდნელია, რომ სამივე გახდეს კათოლიკოს-პატრიარქი. ეს არის აბსოლუტურად თავისუფალი ნების გამოხატულება, არ მგონია, რომ რომელიმე კანდიდატმა საკუთარი თავი მოხსნას კანდიდატურიდან", - განაცხადა მეუფე ანდრია გვაზავამ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ.
პატრიარქობის კანდიდატები არიან: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
თაგები:
მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა




