მიწისძვრის შედეგად დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ შახმარლოში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში 13 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ შახმარლოში, შაბან კოჯაევის საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. რამდენიმე სოფელს დროებით შეუწყდა ელექტრომომარაგება.
სოფელ შახმარლოში იმყოფებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი.
“შექმნილია შესაბამისი კომისია და ზარალს აუცილებლად ავუნაზღაურებთ. ასევე, მერიის სხვადასხვა უწყება მუშაობს სხვადასხვა თემში, ასევე, კავშირზე ვართ სახანძრო-სამაშველო სამსახურთან, მთავრობის ადმინისტრაციასთან, გუბერნიასთან და თითქმის ყველა საკითხი, რომელიც სტიქიას შეიძლება, ამ ეტაპზე, ჰქონდეს, ამოწურულია. ჩვენ გვაქვს სტიქიებისთვის გათვალისწინებული სარეზერვო ფონდი და აუცილებად ძალიან მოკლე დროში ანაზღაურდება ეს ზარალი“, – განაცხადა კობა მურადაშვილმა.
საქართველოში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 6.2 (ML) მაგნიტუდა იყო. მიწისქვეშა ბიძგები 13 თებერვალს, თბილისის დროით 22:25 საათზე, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს