Logo

“მიუღებელია “რაინეარის” რეისის იძულებითი დაშვება ბელარუსში და ჟურნალისტის დაკავება”

საზოგადოება
1505
Frontnews image description

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბერალუსში რაინეარის" რეისის იძულებითი დაშვებას და ჟურნალისტის დაკავებას ეხმაურება.

"მიუღებელია "რაინეარის" რეისის იძულებითი დაშვება ბელარუსში და ჟურნალისტის დაკავება. ამით დაირღვა მრავალი საერთაშორისო ნორმა,  რომლის უგულებელყოფაც შეუძლებელია", – წერს ზურაბიშვილი "ტვიტერზე".

მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი 23 მაისს დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

რომან პროტასევიჩს ბელარუსში 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები