“მიუხედავად ჩემი პოზიციისა” – მასკმა პირობა დადო, რომ არასოდეს გამორთავს Starlink-ის ტერმინალებს უკრაინისთვის


ავტორი
Front News საქართველო
ილონ მასკის განცხადებით, ის არასოდეს გამორთავს Starlink-ის ტერმინალებს უკრაინისთვის. ეს არის მისი პოზიცია, რაც არ უნდა არ ეთანხმებოდეს უკრაინის პოლიტიკას, – ამის შესახებ მასკი სოციალურ ქსელში წერს.
“ნათელი რომ ვიყო, რაც არ უნდა არ ვეთანხმებოდე უკრაინასთან დაკავშირებით პოლიტიკას, Starlink არასოდეს გათიშავს თავის ტერმინალებს“, – წერს მილიარდერი.
მასკის თქმით, ის უბრალოდ აცხადებს, რომ Starlink-ის გარეშე უკრაინის საკომუნიკაციო ხაზები ჩამოიშლება, რადგან რუსებს შეუძლიათ ყველა სხვა კომუნიკაციის ჩაკეტვა.
“ასეთ რამეს არასდროს გავაკეთებდი და კოზირად არ გამოვიყენებ“, – აღნიშნა მან.
მილიარდერმა დღეს დაწერა, რომ მისი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია.
“მე პუტინი უკრაინისთვის ერთი ერთზე ფიზიკურ ბრძოლაში გამოვიწვიე და ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია. რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა. რაც მაწუხებს არის ჩიხში შესული ხოცვა, რასაც უკრაინა გარდაუვალად წააგებს”, – წერს მასკი.
მოგვიანებით მას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ ეს მოხდება, მაშინ პოლონეთის სახელმწიფო მასკთან კონტრაქტს შეწყვეტს. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის Starlink-ში სწორედ პოლონეთი იხდის.
“უკრაინისთვის Starlink-ის მიწოდებას პოლონეთის გაციფრულების სამინისტრო აფინანსებს, წლიურად დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ღირებულებით. აგრესიის მსხვერპლის მუქარის ეთიკის საკითხის გარდა, თუ SpaceX არასანდო პროვაიდერი აღმოჩნდება, იძულებული ვიქნებით, სხვა პროვაიდერი მოვძებნოთ“, – დაწერა სიკორსკიმ.
თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ არავინ ემუქრება უკრაინას Starlink-ის გამორთვით.
“ეს უბრალოდ რაღაცების გამოგონებაა, არავინ დამუქრებია უკრაინას Starlink-ის გათიშვის თაობაზე. მადლობა თქვი, რადგან Starlink-ის გარეშე უკრაინა დიდი ხნის წინ წააგებდა ამ ომს და რუსები ახლა პოლონეთის საზღვართან იდგებოდნენ“, – მიმართა რუბიომ სიკორსკის.
თაგები:
ილონ მასკი

მასკმა გადაიფიქრა – უკრაინა Starlink-ის სატელიტურ კომუნიკაციებს ისევ უფასოდ მიიღებს

მიხეილ სააკაშვილი – ის, რომ მე არ შემიძლია მოქმედება, ჩემი ყველაზე დიდი სასჯელია

სოსო გოგაშვილი – მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან, რომ მოხდება ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება, შეიძლება გავიგო, რომ ჩემი ოჯახი CO-თი გაიგუდა, ხანძარს ემსხვერპლა ან ავტოსაგზაო შემთხვევას