
ავტორი
Front News საქართველო
მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო სიცრუეს უწოდებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას მიუსაფარი ძაღლების კრემატორიუმში დაწვის შესახებ.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ ოპერაციებისა და ვეტერინარული მანიპულაციების ნარჩენი მასალის ან უკვე გარდაცვლილი ცხოველების დასაწვავად.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ხელთ აქვთ ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც შეუძლიათ, მიმართვის შემთხვევაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წარუდგინონ.
"გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის ტყუილების მიზანმიმართული გავრცელებისგან“, – აცხადებენ სააგენტოში.
თაგები:
მიუსაფარი ძაღლები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს