“მივესალმები იმ იდეას, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ლიდერების ერთად შეკრებას უკავშირდება”


ავტორი
Front News საქართველო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ლიდერების ერთად შეკრების იდეას მიესალმება, რათა განხილული იყოს ასოცირების შეთანხმება.
„კარგად ვხედავთ რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებას უკრაინის საზღვარზე, რა მდგომარეობაა ყირიმში, ვინაიდან ყირიმი უკანონოდ ანექსირებულია; ევროკავშირმა გადადგა კონკრეტული ნაბიჯები კრიზისის განმუხტვის მიზნით, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ევროკავშირის ვალდებულება და მზადყოფნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ კვლავ რჩება ურყევი. ევროკავშირი ჩართული არის ხუთ მთავარ პრინციპში, რომ მხარი დაუჭიროს აღმოსავლეთ პარტნიორობას. აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდაჭერა მთავარი საყრდენია ჩვენთვის.
გარდა ამისა, დღეს ვისაუბრეთ მიზანზე, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების გაძლიერებას საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან. მივესალმები იმ იდეას, რომელიც უკავშირდება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ლიდერების ერთად შეკრებას, რათა განხილული იყოს ზემოაღნიშნული შეთანხმება. საქართველოსთვის, როგორც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის, აუცილებელია სხვადასხვა ინსტიტუტების გაძლიერება და რასაკვირველია, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია ლეგიტიმურობის გაძლიერების მიზნით; ნდობა გახლავთ ის, რაც თქვენ გჭირდებათ, რათა გააძლიეროთ მთავარი ინსტიტუტები“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
თაგები:


დიტო სამხარაძე – ეს დორბლიანი! წვერის გაუპარსაობით და თმების აჩეჩილობით ვერ ჩამოირეცხავ იმ სისხლს, რომელიც შენ სახელს უკავშირდება

პეტრას აუსტრევიჩიუსი – მსურს, მივულოცო უკრაინისა და მოლდოვის მოსახლეობას მათი მიღწევების გამო და გავამხნევო საქართველოს მოსახლეობა

პაატა მანჯგალაძე – ყველამ ერთად უნდა უთხრას არა იმ ხელისუფლებას, რომელიც ეღობება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას