
ავტორი
Front News საქართველო
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაში მონაწილეობაზე უარს ამბობს და ამ პროცესის შეჩერებას ითხოვს.
როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, არ უნდა გაიმართოს მოსამართლეთა კონფერენცია და იუსტიციის უმაღლესის საბჭოს ახალი წევრებით შევსება დროებით უნდა შეწყდეს.
"მივიღე გადაწყვეტილება, გამოვეთიშო და არ მივიღო მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევაში. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი დასრულდება იმით, რომ შეარჩევენ ახალ კანდიდატურებს, წარუდგენენ პარლამენტს და დაამტკიცებენ. ეს საბოლოოდ დაასამარებს ამ ქვეყანაში უზენაეს სასამართლოში დამოუკიდებელი მოსამართლეების არჩევის პერსპექტივას", – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს