Logo

“მივიღეთ დაპირება, რომ ევროკავშირი განახორციელებს ყველა შესაძლო გზით ზეწოლას იმისთვის, რომ კრიზისი დაიძლიოს”

საზოგადოება
458
Frontnews image description

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ "ქართულ ოცნებას" აქვს ილუზია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს, ჩამოვიდა ხვალ წავა და აღარ დაინტერესდება ქვეყანა როგორ გამოვა კრიზისიდან, ეს ასე არ იქნება.

"თუ ვინმეს აქვს ილუიზა, თუ "ქართულ ოცნებას" აქვს ილუიზა, რომ ბატონი მიშელი დღეს ჩამოვიდა, ხვალ წავა და აღარ დაინტერესდება რა ხდება ჩვენ ქვეყანაში და როგორ გამოდის ქვეყანა კრიზისიდან, ეს ესე არ იქნება. ის დაპირება, რომელიც ჩვენ დღეს მივიღეთ არის ის, რომ ევროკავშირი იქნება უკიდურესად აქტიურად ჩართული ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად და განახორციელებს ყველა შესაძლო გზით ზეწოლას იმისთვის, რომ კრიზისი დაიძლიოს", – განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

მისი თქმით, ევროპელი მოკავშირეების და სტრატეგიული პარტნიორების შეშფოთება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით უკიდურესად მაღალია. 
 

თაგები:

Advertisement