Logo

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შაბათს ეს აქცია არ ჩატარდება”

Frontnews image description

რესტორნები 6 თებერვალს თვითნებურად აღარ გაიხსნება, – ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ასოციაცია აფასებს ხელისუფლების მიერ მათკენ გადადგმულ ნაბიჯს.

"გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არის წინგადადგმული ნაბიჯი იმ უფსკრულის ამოსავსებად, რომელიც მთავრობასა და ბიზნესს შორის გაჩნდა. ჩვენ დაანონსებული გვქონდა თვითნებურად გახსნა შაბათს, ეს იყო ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შაბათს ეს აქცია არ ჩატარდება, შაბათ-კვირას სარესტორნო სფერო „დილივერით“ (ადგილზე მიტანის სერვისით) გააგრძელებს ფუნქციონირებას. ეს არის ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლებამ გადმოდგა და ჩვენი მხრიდან, ამას დავაფასებთ. 

15-დან გახსნა არ ნიშნავს, რომ ეს შვებაა ბიზნესისთვის, რადგან რესტორნების დიდი უმრავლესობისთვის ამ ამინდში ეს ბენეფიტი არ არის. თუმცა ვაფასებთ გადაწყვეტილებას ტრანსპორტისა და სკოლების ნაწილში და ამის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენთვისაც გაკეთებული საქმეა, თუნდაც თანამშრომლების ტრანსპორტირების ნაწილში. თუ 15 თებერვლის შემდეგ, ისევ ამ მდგომარეობაში ვიქნებით და ასეთი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გვექნა, ეს დაუმორჩილებლობა რამდენიმე კვირით გადაიწევს. მანამდე არ მივდივართ, არც თხოვნით და არც მოლაპარაკებით. 

თუ ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ მისცა შესაძლებლობა და არ გახსნეს, ეს შაბათი უბრალოდ გადაიწევს. დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მივიღებთ გადაწყვეტილებას. ულტიმატუმის ენის საუბარი ჩემი სტილი არ არის. ჩვენ უნდა შევქმნათ გარემო, სადაც შესაძლებელი იქნება თანამშრომლობა და არა დაძაბულობა“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები