“მივმართავ დიპლომატიურ კორპუსს, ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ თუ შეაჩერებთ”

ავტორი
Front News საქართველო
"ტვ პირველის" დირექტორი ვატო წერეთელი დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს და ტელევიზიის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
როგორც წერეთელმა "ტვ პირველში" გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მხოლოდ დიპლომატიურ კორპუსს შეუძლია ეს ისტერია შეაჩეროს.
"მინდა მივმართო დიპლომატიურ კორპუსს, რადგან ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ თუ შეაჩერებთ. მინდა მოვითხოვო თქვენგან სწრაფი რეაქცია და სწრაფი რეაგირება, რადგან დღეს უკვე სასამართლოს დადგენილებაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ პროკურატურას დღეს შეიძლია შემოვიდეს ძალის გამოყენებით ტელეკომპანია პირველში. ეს არის დღეს ხელისუფლების, "ქართული ოცნების" დღის წესრიგი, რომ შემოვიდნენ და "ტვ პირველი" აღარ იყოს ამ ქვეყანაში და აღარ იმაუწყებლოს.
მინდა მივმართო ქვეყნის ხელისუფლებას, გამორიცხულია თქვენ ტელეკომპანია პირველი ჩააქროთ და არ იმაუწყებლოს, ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. გამორიცხულია, თქვენ შეძლოთ კრიტიკული მედია ჩაახშოთ და ჩვენი ხმა არ ისმოდეს ამ ქვეყანაში", – განაცხადა წერეთელმა.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


