
ავტორი
Front News საქართველო
ბაჩანა შენგელია დედის სიკვდილის მიზეზების ხელახლა გამოძიებას ითხოვს. ზუგდიდის მეექვსე სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას შვილმა მთავარ პროკურატურაში შესაბამისი განცხადება შეიტანა.
საგამოძიებო უწყებისგან ის ია კერზაიას საქმეზე შეწყვეტილი ძიების გაგრძელებას და საქმის ფარგლებში გიორგი გახარიას დაკითხვას ითხოვს.
მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ზუგდიდში ყოფნის დროს, განათლების მინისტრს უშუალოდ გიორგი გახარიამ დაავალა მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების სამსახურის შესვლა.
"ამ უკანონობის ავტორი იყო და არის გიორგი გახარია, რომელმა გასცა ბრძანება, რომ მეექვსე საჯარო სკოლაში დირექტორისთვის მოეწყოთ ტერორი, შემდეგ კი მთელი სახელისუფლებო მანქანა ცდილობდა, რომ ჩაეფარცხა ეს საქმე. მივმართავ გენერალურ პროკურატურას და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, განაახლონ საქმის გამოძიება, გამოკითხონ გიორგი გახარია და მისცენ ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში", – აცხადებს ბაჩანა შენგელია.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს