Logo

“მჯერა, რომ დაპირისპირება და მეტოქეობა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ მომავალსა და ეკონომიკურ განვითარებას”

Frontnews image description

მჯერა, რომ ქვეყნის შიგნით დაპირისპირება და მეტოქეობა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ მომავალსა და ეკონომიკურ განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ტვიტერზე“ წერს.

როგორც გიორგი გახარია აღნიშნავს, თანამდებობიდან გადადგა პოლარიზაციის შემცირებისა და სიტუაციის დეესკალაციის იმედით.

„მჯერა, რომ ქვეყნის შიგნით დაპირისპირება და მეტოქეობა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ მომავალსა და ეკონომიკურ განვითარებას. ამიტომ მე განვაცხადე ჩემი გადადგომის შესახებ, პოლარიზაციის შემცირების და სიტუაციის დეესკალაციის იმედით“, – წერს გიორგი გახარია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან დღეს გადადგა. 

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები