“მკაფიო სიგნალი რუსეთს” – ზელენსკიმ ევროკავშირს უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერისკენ მოუწოდა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ევროკავშირს, გრძელვადიანი მხარდაჭერა გამოუცხადოს უკრაინას.
“მადლობას გიხდით მხარდაჭერის ძალიან ეფექტური ინსტრუმენტისთვის – გრძელვადიანი პროგრამებისთვის, კერძოდ, საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის. ევროკავშირის ქვეყნებს შორის უკვე არის გადაწყვეტილება გერმანიის, დანიის, შვედეთის, ლიტვის და ევროკომისიის მსგავს პროგრამებზე. და რა თქმა უნდა, ევროკავშირის გარეთ – მადლობას ვუხდი ნორვეგიას, იაპონიას და შვეიცარიას გრძელვადიანი ნაბიჯებისთვის. ახლა გრძელვადიანი ნაბიჯი განიხილება შეერთებულ შტატებშიც”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ისეთ დაპირისპირებებში, როგორიც რუსეთმა გააჩაღა, გამარჯვებული ის არის, ვინც უზრუნველყოფს გრძელვადიან სტრატეგიას.
“რუსეთმა უნდა დაინახოს, რომ მისი დამპყრობლის ამბიციები უფრო ნაკლებს გაუძლებს, ვიდრე ჩვენი თავისუფლების დაცვა. ამიტომ, უკრაინის ასეთი გრძელვადიანი მხარდაჭერის ყოველი დამტკიცებული პროგრამა არის ნათელი სიგნალი რუსეთისთვის, რომ მისი აგრესია უსარგებლოა და რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ბევრ რესურსს ხარჯავს პუტინი ომში, ის მაინც ვერ გაიმარჯვებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსულმა ელიტამ ეს უნდა დაინახოს და იგრძნოს, რათა რუს დიქტატორს პოზიციის შენარჩუნება გაურთულდეს.
“ამიტომ, ღირს გრძელვადიანი მხარდაჭერის პროგრამების გამოცდილების გაფართოება“, – აღნიშნა მან.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს