“მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს”

ავტორი
Front News საქართველო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ანკარა მხარს უჭერს საქართველოს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
"დავესწარი თურქეთის-საქართველოს-პოლონეთის-რუმინეთის-უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. შავ ზღვაში მშვიდობის გაგრძელებისა და დაძაბულობის დეესკალაციის სურვილი გვაქვს. ხაზგასმით აღინიშნა დიპლომატიისა და დიალოგის მნიშვნელობა. მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“ – წერს მევლუთ ჩავუშოღლუ "ტვიტერზე".
თაგები:





