Logo

მხატვარი ზაირა ბეჭვაია გარდაიცვალა

Frontnews image description

83 წლის ასაკში მხატვარი ზაირა ბეჭვაია გარდაიცვალა.

იაკობ ნიკოლაძის სასწავლებლის დამთავრების შემდგომ, ზაირა ბეჭვაიამ 1973 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე პედაგოგების, გამოჩენილი სახალხო მხატვრების ა. ქუთათელაძის, კ. მახარაძისა და ე. კალანდაძის კლასში.

აკადემიის დამთავრების შემდეგ მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა, წამყვან ქვეყნებში გამართულ გამოფენებში. საგაზაფხულო -  საშემოდგომო საშობაო გამოფენები თბილისში, პერსონალური გამოფენა მხატვრის სახლში 1993 წელს (მოსკოვი), ჯგუფური გამოფენა 1994 წელს (მოსკოვი), პერსონალური გამოფენა ავსტრიაში, 1998 წელს (ვენა), პერსონალური გამოფენა ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში 1999 წელს, პერსონალური გამოფენა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში 2003 წელს (თბილისი), პერსონალური გამოფენა კულტურის ცენტრში - მუზაში 2014 წელს (თბილისი), ჯგუფური გამოფენა ხარაგაულის ისტორიული მუზეუმში 2017 წელს, საერთაშორისო გამოფენა არტგალერეაში 2017 წელს (მოსკოვი), საერთაშორისო გამოფენა ლუვრში 2018 წელს (პარიზი) და 2019 წელს საერთაშორისო გამოფენა ნიუ-იორკში.

მხატვრის ნამუშევრები ინახება საფრანგეთის, გერმანიის, ინგლისის, ნორვეგიის, რუსეთის, თურქეთის, ბულგარეთის, სამხრეთ აფრიკისა დ ა აშშ-ს კერძო კოლექციებში.

ზაირა ბეჭვაიას ზუგდიდში 14 აპრილს, 15:00 საათზე დაკრძალავენ. გამოსვენება მაცხოვრიკარის ეკლესიიდან.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები