Logo

“მხოლოდ “ქართულ ოცნებასთან” პირდაპირ საუბარს “სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს”

საზოგადოება
908
Frontnews image description

მოლაპარაკების აუცილებლობა კვლავ დღის წესრიგში დგას. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელს“კომუნიკაცია გვაქვს სხვა კოლეგა პარტიებთან, პრინციპში ამაზე შეთანხმებული ვართ, რომ თუ მედიაცია გაგრძელდება და იმედი გვაქვს, ევროკავშირის მედიაცია გაგრძელდება, აუცილებლად ჩავერთვებით მოლაპარაკებების პროცესში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, შეთანხმების მიღწევა აუცილებელია.

"შეთანხმების გარდა, სხვა გამოსავალი კრიზისიდან გამოსვლის გზაზე არ არსებობს. "სტრატეგია აღმაშენებელი“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებს მხოლოდ მედიაციის ფარგლებში განიხილავს. მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“ პირდაპირ საუბარს „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

თაგები:

Advertisement