Logo

მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის საქმეზე სასამართლო განაჩენს გამოაცხადებს

სამართალი
1242
Frontnews image description

19 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო განაჩენს გამოაცხადებს მე-10 კლასელის საქმეზე, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული, – ინფორმაციას “უფლებები საქართველო” ავრცელებს. 

 

დანაშაული 2022 წლის მაისში თბილისში, სამგორის რაიონში, 74-ე საჯარო სკოლის მე-10 და მე-9 კლასელებს შორის დაპირისპირების დროს მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მე-9 კლასელმა დანით სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. 

 

ბრალდებული არასრულწლოვანი 30 მაისს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიებად 9 ნოემბრამდე პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ადვოკატის შუამდგომლობის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება – გირაო შეეფარდა.

 

19 დეკემბრის პროცესზე, პროკურორი და ადვოკატი სასამართლოს დასკვნითი სიტყვებით მიმართავენ. დაცვის მხარე ბრალდებულის გამართლებას ითხოვს. არასრულწლოვანი ბრალდებულის ინტერესებს ორგანიზაცია “უფლებები საქართველო“ იცავს.

თაგები:

განაჩენი
Advertisement